გაკვეთილის მთავარი თემა
|
ლადო ასათიანის ლექსი ,,ვაჟა-ფშაველას ნაამბობი“
|
სწავლების საფეხური / მოსწავლეთა პროფილი
|
მე-7 კლასი - 22 მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა /აქტუალობა
|
დაეხმაროს მოსწავლეებს ლექსის სწორად გაანალიზებაში , თემისა და იდეის განსაზღვრაში, ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში,
ხელი შეუწყოს მოსწავლეებს ლექსის ძალისა და პოზიტიური ზემოქმედების უნარის გაცნობიერებაში,
განუვითაროს წყვილური და პრეზენტაციის უნარები, მსჯელობის უნარი, გამოუმუშაოს სათქმელის ლექსის სახით გადმოცემის უნარი. დაეხმაროს მოსწავლეებს
სხვადასხვა ჟანრის ტექსტების მნიშვნელოვანი ელემენტების
ამოცნობაში .
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები :
|
მოსწავლემ შეძლოს ლექსის გაანალიზება
, თემისა და იდეის სწორად განსაზღვრა , ლექსიკური მარაგის
გამდიდრება, ლექსის ძალისა და პოზიტიური
ზემოქმედების გაცნობიერება , სხვადასხვა
ჟანრის ტექსტების მნიშვნელოვანი ელემენტების ამოცნობა , წყვილური მუშაობის, პრეზენტაციისა
და მსჯელობის უნარ-ჩვევის გამომუშავება;
ქართ VII.9. მოსწავლე
აანალიზებს ტექსტს სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით .
ქართ. VII.
10. იყენებს კითხვის მიზნის შესაბამის სტრატეგიებს .
ქართ . VII.11.მოსწავლე
ქმნის წერილობით ტექსტებს სხვადასხვა მიზნით .
|
წინასწარი ცოდნა
|
იციან , როგორი ჟანრის ნაწარმოებია ლექსი , ფლობენ ინფორმაციას ლადო
ასათიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ , ავლენენ საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხული/ მოსმენილი ლექსების
მიმართ ,ჰქონდეთ ჯგუფური მუშაობისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
ინდივიდუალური , პრეზენტაციის , ჯგუფური ,მსჯელობის, წერითი საშინაო
დავალების, შეფასება მოხდება წინასწარ
შემუშავებული რუბრიკების მიხედვით
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
მე-7 კლასის სახელმძღვანელო ,ცარცი , დაფა , კალამი, სამუშაო
რვეულები , ფორმატი , კომპიუტერი
, პროექტორი , ინტერნეტი
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
საორგანიზაციო საკითხები :
2 წუთი
A ფაზა გამოწვევა 8 წუთი
კლასში ვსვამ კითხვებს :
1. როდის
უსმენთ ლექსებს ?
2. რას
გრძნობთ ლექსის მოსმენისას ?
3. რა
აწერინებს ლექსს ადამიანს ?
4. როგორია თქვენი დამოკიდებულება
ლექსებისადმი?
5. რომელია
თქვენი საყვარელი ლექსი ?
ამის შემდეგ მოვისმენთ ერთი მოსწავლის მიერ წაკითხულ
ლექსს, დავსვამ კითხვებს:
1 რა შთაბეჭდილება დაგეუფლათ ლექსის მოსმენისას ?
2 . რა ზემოქმედება მოახდინა თქვენს სულიერ მდგომარეობაზე
?
B ფაზა
- ცოდნის კონსტრუირება
აქტივობა- წყვილებში მუშაობა 15 წუთი
წყვილებში სამუშაოდ მოსწავლეებს მივცემ სახელმძღვანელოში მოცემულ ტაბულას ,გაიხსენეთ
პროზისა და ლექსის განმასხვავებელი ნიშნები .
მოსწავლეებს შერჩევით გავაკეთებინებ დავალების პრეზენტაციას,
მათს პასუხებზე დაყრდნობით დაფაზე ჩამოვწერ
ლექსის დამახასიათებელ ნიშნებს .
კითხვა- პასუხი
3 წუთი
წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით ვსვამ კითხვებს:
რა არის რითმა
?
როგორია რითმა ბგერითი შედგენილობის მიხედვით ?
რა და რა სახის რითმას იცნობთ ?
ამის შემდეგ დეკლამატორ მოსწავლეს წავაკითხებ ლადო
ასათიანის ლექსს „ ვაჟა-ფშაველას ნაამბობი“
კითხვა-პასუხი
12 წუთი
ლექსის მოსმენის შემდეგ მოსწავლეები უპასუხებენ ფორმატზე
წინასწარ ჩამოწერილ კითხვებს:
რამდენი სტროფისაგან შედგება განსახილველი ლექსი
?
რამდენი ტაეპია სტროფში ?
რომელი სტრიქონები ერითმება ერთმანეთს?
რითმის რომელ სახეს განეკუთვნება ლექსი ?
ლადო ასათიანის რომელ ლექსებს გაიხსენებდით ?
ზოგადი კითხვების შემდეგ გადავალთ სახელმძღვანელოში
მოცემული კითხვების დამუშავებაზე :
როგორ გესმით შესიტყვება ლირიკული გმირი
ვინ არის ლექსის ლირიკული გმირი?
რა არის ლექსის თემა?
რა არის ლექსის იდეა?
C ფაზა
- რეფლექსია 5 წუთი
რა გვითხრა ვაჟამ ამ ლექსით ?
შევაჯამებ გაკვეთილს და შევაფასებ მოსწავლეებს , მივცემ
დავალებას შესაძლებლობების გათვალისწინებით : ისწავლონ ლექსი ზეპირად ,დაწერონ ლექსის შინაარსი , გადმოსცენ
სათქმელი ლექსის ფორმით .
|
გაკვეთილის გეგმები
Подписаться на:
Сообщения (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий