პროექტები

პროექტის სახელწოდება : კაცია  ადამიანი ?!
პროექტის მთავარი იდეა :  მინი-ლექციის  სახით  ვისაუბრებ  ორი  საწყისის - კაცისა  და  არაკაცის არსებობაზე  ადამიანში . დავსვამ  კითხვებს  :  რა  თვისებებით  უნდა  გამოირჩეოდეს  იდეალური  კაცი /ადამიანი  ? მოდით ,ამ პრობლემური  საკითხის უფრო  ღრმად  და  საფუძვლიანად  გასააზრებლად  ვიმუშაოთ  პროექტზე .
შევიმუშავებთ პროექტის სამუშაო გეგმას და გადავანაწილებ დავალებებს ჯგუფებში
პროექტის აქტუალობა ;  მნიშვნელოვანია  მოსწავლეებს  ჩამოუყალიბდეთ  სწორი  შეხედულებები  კაცობასა  და  ადამიანობაზე ,განუვითარდეთ  ჯგუფური  მუშაობის ,ინფორმაციების მოძიების ,  დაჯგუფება-დახარისხების ,პრეზენტაციისა და  კვლევა-ძიების  უნარ-ჩვევები ;
პროექტის მიზნები : მოსწავლეები  უკეთ  გააცნობიერებენ ,  რა  არის კაცობა ,  ადამიანობა , რა შედეგებამდე მივყავართ არაკაცურ ,არაადამიანურ ცხოვრებას, განუვითარდებათ  პრობლემის  იდენტიფიცირების , ჯგუფური  მუშაობის ,ინფორმაციის მოძიების , დაჯგუფება-დახარისხების ,  კვლევა-ძიების  უნარ-ჩვევები
მონაწილეთა ასაკი : 12 წელი
ვადები/ხანგრძლივობა : 2  თვე
მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები , რაც შეიძლება  შეიქმნას : კედლის  გაზეთი , ბუკლეტი ,ვიდეო-რგოლი ,სლაიდები
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები : მე-7 კლასის სახელმძღვანელო , ქართველი მწერლები სკოლაში - ილია ჭავჭავაძე ,სკოლის ბიბლიოთეკა ,კომპიუტერი , ინტერნეტი , პროექტორი , დაფა , ცარცი , სამუშაო ფურცლები.
პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები ) :
პროექტში მონაწილე მოსწავლეებს ვყოფ 3 ჯგუფად  და ვაძლევ შემდეგ დავალებებს :
1-ლი ჯგუფი : მოიძიეთ ინფორმაცია ცნებებზე : კაცობა და ადამიანობა სკოლის ბიბლიოთეკიდან , ინტერნეტიდან და წარმოადგინეთ ჩანაწერის სახით ;
მე-2 ჯგუფი : რა აკლიათ ილიას ,, კაცია ადამიანის“ პერსონაჟებს კაცობამდე ,ადამიანობამდე ,
რა შედეგებამდე მივყავართ არაკაცურ ,არაადამიანურ ცხოვრებას წარმოადგინონ პრეზენტაციის სახით  მე-7 კლასის სახელმძღვანელოზე დაყრდნობით ,ქართველი მწერლები
სკოლაში ;
მე-3 ჯგუფი : მოიძიონ ინტერნეტში გამოჩენილ ადამიანთა გამონათქვამები კაცობასა და ადამიანობაზე ;
ჯგუფები გამართავენ  შუალედურ პრეზენტაციას
შემდეგ ეტაპზე  მოხდება ინფორმაციების დამუშავება-დახარისხება , კლასს მიეცემა დავალება ; მოამზადოს ვიდეორგოლი - ინტერვიუს აღება  სხვადასხვა   თაობის ადამიანებისაგან , რას ფიქრობენ კაცობასა და ადამიანობაზე , ვამუშავებ სცენარს სპექტაკლისათვის ,, კაცია ადამიანი ?!“ ვანაწილებ როლებს , მოსწავლეები მუშაობენ სპექტაკლზე ,ამზადებენ პროექტის თემის ამსახველ კედლის გაზეთს , ბუკლეტებს ,ემზადებიან პრეზენტაციისათვის .
პროექტის დასასრულს გაიმართება პრეზენტაცია თემაზე :,, კაცია  ადამიანი ?!

საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფთან  კავშირი ქართული და ისტ .
პროექტის  ხელმძღვანელი : დალი ჯალაღონია
ხელმძღვანელის ელფოსტა : dalijalagonia@gmail.com

პროექტის ვებ - გვერდი/ბლოგი: www.dalijalagonia.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий